რომის პაპი: დღეს ჩვენი გულები ბეთლემშია, სადაც მშვიდობის უფალი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით

რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო მესა აღავლინა. ქადაგებისას მან ყურადღება წმინდა მიწაზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა, სადაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება.

„დღეს ჩვენი გულები ბეთლემშია, სადაც მშვიდობის უფალი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით, სამხედროების შეჯახებით, რომელიც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში. დღეს სიყვარული ისტორიას ცვლის. დაგვაჯერე, უფალო, შენი სიყვარულის ძალა, რომელიც ასე განსხვავდება სამყაროს ძალაუფლებისგან“, – განაცხადა ფრანცისკემ.