რუსთაველმა მოცურავემ ლაშა მინდიაშვილმა საბერძნეთში, პანათინაიკოსის საერთაშორისო ცურვის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რუსთაველმა მოცურავემ ლაშა მინდიაშვილმა საბერძნეთში, პანათინაიკოსის საერთაშორისო ცურვის თასზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ფინალურ ბრასით გაცურვაში, 200 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დააფიქსირა. ამ გაცურვით მინდიაშვილმა პირადი რეკორდი 4 წამით გააუმჯობესა და 721 ქულა მოიპოვა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დისტანციაზე ნაჩვენებ შედეგებში ლაშას მხოლოდ სპორტსმენი ირაკლი ბოლქვაძე უსწრებს

რუსთაველი სპორტსმენის საბერძნეთში მიმდინარე ტურნირზე მონაწილეობა რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა უზრუნველყო.