სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ჩეხეთის ეკლესიის მეთაურს

საქართველოს საპატრიარქო ჩეხეთის პატრიარქსისადმი ილია მეორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

,,მის უნეტარესობას, რასტისლავს,მთავარეპისკოპოსს პრაღისა, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა

თქვენო უნეტარესობავ,

დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს.

ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა.”