რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება.

31 დეკემბერს, ღონისძიება 22:30 საათზე დაიწყება.

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

 

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი”

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით

ჯგუფი „Reggaeon”

ანსამბლი „შვიდკაცა”

ლიზა ბაგრატიონი

აჩიკო ნიჟარაძე

ანსამბლი „ჯორჯიან სიქსი”

კოტე ყიფიანი

სექსტეტი “ბუკმარქსი”

მაია ჯაბუა

ნუკრი კაპანაძე

ქეთი გაბისიანი

ეკა დოლიძე

ეკა მამალაძე

წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე

00:00 – საზეიმო ფოიერვერკი