28 დეკემბერს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 დეკემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში;

11:10-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, მარეთი, შაუმიანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამღერეთი, ჭივჭავი, იფნარა და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 14:30 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში მუხროვანი, ახალსოფელი, მარტყოფი, სააკაძე, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.