31 დეკემბერს,მუნიციპალური ავტობუსები განსხვავებული გრაფიკითა და მარშრუტით იმოძრავებენ

31 დეკემბრის საახალწლო გალა კონცერტთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები, საღამოს საათებში იმოძრავებენ განსხვავებული გრაფიკითა და მარშრუტით.

მარშრუტი N 1

მოძრაობის დაწყების დრო:
საღამოს 20:06 საათი
მშენებელთა ქუჩა
22- წუთიანი დროის ინტერვალი

მარშრუტი N 2

მოძრაობის დაწყების დრო:
საღამოს 21:04 საათი
ბალანჩივაძის ქუჩა
20- წუთიანი დროის ინტერვალი

მარშრუტი N 3

მოძრაობის დაწყების დრო:
საღამოს 22:15 საათი
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია
20- წუთიანი დროის ინტერვალი

მარშრუტი N 7

მოძრაობის დაწყების დრო:
საღამოს 21:45 საათი
რჩეულიშვილის ქუჩა
22-წუთიანი დროის ინტერვალი

მარშრუტი N 5

მოძრაობის დაწყების დრო:
საღამოს 20:20 საათი
მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორია
45-წუთიანი დროის ინტერვალი

ავტობუსის გაჩერებებზე საღამოს საათებში განრიგის აღმნიშვნელი ტაბლოები მცირედი უზუსტობით იმუშავებს.

მუნიციპალური ავტობუსები დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში გადაადგილდებიან მთელი ქალაქის მასშტაბით, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე, მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე და ჭყონდიდელის დასახლებაში.

რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, 1 იანვრის 03:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.