31 დეკემბერს, საახალწლო გალა კონცერტთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება:
31 დეკემბრის 18:00 სთ-დან
კოსტავას ქუჩიდან რუსთაველის, ფიროსმანის, ჭავჭავაძის და დუმბაძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, კოსტავას გამზირის და ქაშაკაშვილის ქუჩების კვეთაზე.
22:00 სთ-დან
კოსტავას გამზირის N10-დან თავისუფლების მოედნამდე.
რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, 1 იანვრის 03:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.









