8 დეკემბერს,ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, ულიანოვსკის, რუხაძის, ტოლსტოის, მუსტაფაევის, ოქტომბრის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი, კაზრეთი და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშენებელთა და მარის არხის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.