3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გამოეხმაურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს.
საბჭოს წევრებმა, ქალაქ ბოლნისში, სოფელ სავანეთსა და კიანეთში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ქალები მოინახულეს, გაეცნენ მათ მდგომარეობას და მცირე საჩუქრებიც გადასცეს.
შეგახსენებთ რომ 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა.
დაარსების დღიდან, მისი მიზანია, გაამახვილოს ყურადღება, იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.