ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ და ბოლნისის საკრებულოს წარმომადგენლებმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და მათ წინასაახალწლო ნობათი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ საშობაო ნობათი „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა, ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე და ის მომავალშიც გაგრძელდება.