ჩინეთში, პეკინის მეტროში მატარებლების შეჯახების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი მეტროს ხაზის ღია მონაკვეთზე მოხდა. წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიანდაგი დიდთოვლობის გამო მოიყინა, რის გამოც ერთ მატარებელს მკვეთრად მოუწია დამუხრუჭება. თავის მხრივ, მის უკან მიმავალი მატარებლის მძღოლმა დროულად დამუხრუჭება ვერ მოახერხა, რამაც შეტაკება გამოიწვია.
შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა. 102-მა მგზავრმა სხვადასხვა ტიპის მოტეხილობა მიიღო. საერთო ჯამში საავადმყოფოში 423 ადამიანი მოხვდა, 67 მათგანი ჯერ არ გაწერილა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა.