“რუსთავის წყალი” ნეკროსოვის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელს აწყობს

ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში კომპანია “რუსთავის წყალი”  ნეკროსოვის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ატარებს.  აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე წყალმომარაგების გამართული სისტემა არ არსებობდა და მოძველებულ ქსელზე დაზიანებების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.

კომპანია “რუსთავის წყალი” სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ნეკროსოვის ქუჩაზე 230 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელს აწყობს. ახალ ქსელზე 3 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და  3  საკვანძო  ჭა მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში კომპანია “რუსთავის წყალი” 40 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

ნეკრასოვის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პარალელურად მიმდინარეობს ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟი, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვასა და ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებაში დაგვეხმარება“ – სანდრო რუხაძე – gwp-ს სარეაბილიტაციო პროექტების მართვის  მენეჯერი

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. შედეგად წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება ქალაქ რუსთავის ნეკრასოვისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.