საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გარდაბანში შეხვედა გაიმართა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გარდაბანში  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, მულტისექტორული ადგილობრივი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქ. რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საჯარო და არასამთავრობო სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ, პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიებაზე, სახელმწიფო სამსახურებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს ასევე, იმ სერვისებზე, რასაც ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს, მათი საჭიროებების გათვალისწინებით სთავაზობენ.

შეხვედრის ფარგლებში  დანაშაულის პრევენციისთვის და საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმება შეხვედრები, რომელშიც საჯარო სექტორთან ერთად რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „არა ფემიციდს“ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. პროკურატურა კამპანიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში