დღეს ქართული თეატრის დღეა. თეატრალების პროფესიული დღის აღნიშვნა სათავეს 1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის თაოსნობით სპექტაკლის „გაყრა“ დადგმას უკავშირდება,რომელმაც ქართულ პროფესიულ თეატრს დაუდო საფუძველი.
იმ დროისთვის ერთადერთი წარმოდგენა, გიორგი ერისთავმა ქართული არისტროკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის თანხმობით დადგა. პიესის ავტორი და რეჟისორი თავად გიორგი ერისთავი გახლდათ და სპექტაკლში ერთ -ერთ პერსონაჟის, „სომეხი ვაჭრის“ როლს ასრულებდა.
1850 წელს ისტორიკოსები წერდნენ , რომ ქართულ თეატრს ჩაეყარა საფუძველი ,რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია.









