იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64- მდე გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ BBC წერს.
ასი ათასამდე ადამიანს სავალდებულო ევაკუაცია შეეხო. 7,6 მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრამ ისიკავას პრეფექტურაში დიდი ზარალი გამოიწვია, შენობების უმეტესობა დანგრეულია.
მნიშვნელოვნადაა დაზიანებული გზები, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს. იაპონიას დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა შესთავაზა.









