იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 126-ს მიაღწია

იაპონიაში 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 126-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

 

7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. დაშავებულთა რიცხვი 510-ს აღემატება, კიდევ 200-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

 

იშიკავას პრეფექტურიდან ხელისუფლებამ დროებით 30 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

 

იაპონიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, რასაც 600-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა