აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებსა და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქვეყანას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება საელჩომ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებსა და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.