ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს. მას ფეხი აქვს მოტეხილი. მიმდინარეობს გამოძიება.