გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმაროჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შეჯახების შედეგად დაიღუპა მანქანაში მყოფი მგზავრი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.