ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

სამხრეთ კორეის ქალაქი განგვონი ზამთრის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები მოციგავე ლუკა მიქაბერიძე და ტრამპლინიდან მხტომელი ესმირალდა ალიევი იყვნენ.

2024 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის სამ სახეობაში ექვსი სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში არიან:

ფიგურული მოციგურავეები – ინგა გურგენიძე, კონსტანტინე სუპატაშვილი;

ტრამპლინიდან მხტომელები – ესმირალდა ალიევი, გიორგი დიაკონოვი;

მოციგავეები – საბა ხაჩიძე, ლუკა მიქაბერიძე.

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის შვიდი სახეობის 15 დისციპლინაში, 1900-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიადა საზეიმოდ 1 თებერვალს დაიხურება.