ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს.
საუბარი მათთვის განსაზღვრულ კომპენსაციის პაკეტებსა და იმ ექსპერტულ დასკვნებს შეეხება, რომელზე დაყრდნობითაც სახელმწიფომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრაზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით თითოეული საკითხი დეტალურად იქნება განხილული.
სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს, 12 თვის ხელფასით კომპენსაციას ან, 4-თვიან კომპენსაციასა და დასაქმების ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა.