იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 92-ს მიაღწია

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 92-ს მიაღწია. დაშავებულია 330-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 242 ადამიანს ეძებენ.

 

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ქალაქები სუზუ და ვაჯიმა თითქმის სრულად განადგურებულია.

 

იაპონიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, რასაც 600-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.