იაპონიაში 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 126-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. დაშავებულთა რიცხვი 510-ს აღემატება, კიდევ 200-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
იშიკავას პრეფექტურიდან ხელისუფლებამ დროებით 30 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
იაპონიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, რასაც 600-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა