კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, 31 დეკემბრის საღამოს და ასევე 1-2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია

კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, 31 დეკემბრის საღამოს და ასევე 1-2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია.

 

„დღეს საღამოდან, ასევე 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ტრადიციისამებრ, შეგიძლიათ გაიხსნილოთ თევზით“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საშობაო მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო და 7 იანვარს დასრულდება.