რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ხელოსანი გარდაიცვალა.
ადმინისტრაციის უფროსი ლელა ლუარსაბიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს,რომ მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ტერიტორიაზე არის განთავსებული ამორტიზებული ტექნიკა, ე.წ. ,,რკინის კარკასი” და სწორედ იქ იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა, ასევე მან განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დენის წყარო არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობილია, რომ მიმდიანრეობს გამოძიება და გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
რუსთავის მუნიციპალური საწარმო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.