სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

ოკუპირებული სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევა გვიან ღამე მოხდა. დაიწვა ეროვნული სამხატვრო გალერეის მთელი კოლექცია, რომელშიც შედიოდა ოთხი ათასამდე ნამუშევარი, რომელთაგან 300 ეკუთვნოდა ალექსანდრე შერვაშიძე ჩაჩბას. მთლიანად დაიწვა შენობის სახურავი.

 

მეხანძრეების თქმით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა. ამ დროისათვის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.