ტაშკენტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

ტაშკენტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვრის 10:00 საათიდან, ტაშკენტის ქუჩის შუაგამყოფი ზოლის მარცხენა მხარეს, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა ლეონიძის ქუჩიდან ჟიული შარტავას სახელობის მოედნამდე.
გზის მარჯვენა მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად.
ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის – ტროტუარების, სანიაღვრე ქსელის, საპარკინგე და მწვანე ზონების მოწყობას ითვალისწინებს.
რუსთავის მერია ბოდიშს გიხდით სამუშაოების პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის.