1 თებერვალს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 თებერვალს 02:00-
დან 03:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში ტაშკენტის, შარტავას, ლეონიძის, 21-ე მიკრორაიონსა და მიმდებარე
ქუჩებზე;

11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის და
მშენებელთა ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში ახალსოფელი, საცხენისი, მარტყოფი, ტელეთი,
სართიჭალა, დიდი ლილო, ლოჭინის ხევი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში აკაურთა,
ზვარეთი, რატევანი, სიონი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა,
ნაგები, თბილწყარო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.