10 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგია შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 იანვარს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში აღთაკლია, აქთაკლია, ყარაჯალარი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში გელოვანის, ლაშარის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ახალსოფელი, საცხენისი და მიმდებარე სოფლებში;

15:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში კიროვაკანის, მე-7, მე-17, 21-ე მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.