11 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 იანვარს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სააკაძე, მარტყოფი, ახალსოფელი, ვაზიანი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო და მიმდებარე სოფლებში;

11:10-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში;

15:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, კოსტავას, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.