14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

 

ტრადიციულად, ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია იმართება.

პრეზიდენტის ადიმინისტრაციის ინფორმაციით კი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში 16:00 საათზე ღონისძიება გაიმართება, აღიმართება სახელმწიფო დროშა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ოფიციალურ ცერემონიას დაესწროს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.