25 იანვარს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს 11:00-დან
16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბანშინინოშვილის, ენერგეტიკის, გაგარინის, აღმაშენებლის და
მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში
მშენებელთა, მარის არხის, წერეთლის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:50-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში
ფონიჭალა, კრწანისი, შსს დაჩები და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00
საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, დიდი ლილო, სააკაძე,
საცხენისი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს
წალკის რაიონის სოფელ იმერაში;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს
მარნეულში გამსახურდიას, რუსთაველის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე
ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.