26 იანვარს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 11:00-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში მესხიშვილის, მეგობრობის, მარის არხის, თოდრიას, სტამბოლის
ბაზრის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე და მიკრორაიონებში;

11:00-დან 18:00 საათამდე ბოლნისის რაიონის სოფლებში ცურტავი, დარაკოვი, ალავარი,
შაუმიანი, მამხუტი, დიოკნისი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კულარი, ჯანდარა,
მარაბდა, ბორბალო, ყიზილაჯლო და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა,
სიონის უბანი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.