30 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 01:30-დან
02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, კულარი,
ლეჟბადინი, ბაიდარი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 12:30 საათამდე
აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, სააკაძის, ტაბიძის, კოსტავას და
მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში
ნიკოლაძის, რუსთაველის, დავით გარეჯის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი,
ხატისოფელი, მამხუტი, ფოლადაური და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილაჯლო,
ტაზამახალა, ნაგორნაია და იმიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე
აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, აზიზბეკოვი,
ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი ლილო, სააკაძე და
მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.