ბოლნისში გზის პირას მოვაჭრე ორ ძმას მანქანა დაეჯახა

ბოლნისის სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ცნობილია არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

 

ასევე, ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა.