,,თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ნიღბიანმა მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა, თავდამსხმელი დაკავებული არ არის, რადგან მამაკაცმა გაქცევა მოასწრო.

 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 178-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ძარცვას გულისხმობს.