რუსთავში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება რუსთავშიც.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ტრადიციულად წელსაც,  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე, ცენტრალურ ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ.