ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კომუნიკაციები უკვე აღდგენილია

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კომუნიკაციები უკვე აღდგენილია. ინტენსიური სამუშაოების შედეგად სრულად გაიწმინდა საავტომობილო გზა, ტრანსპორტი ყოველგვარი შეზღუდვებისა და შეფერხების გარეშე გადაადგილდება.

რაც შეეხება სოფლიდან გაყვანილ ოჯახებს , ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, შვიდი ოჯახი დაბრუნდება საკუთარ საცხოვრებელში, თუ მათთვის ახალ სახლებს შეიძენენ.