საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ეკო ცენტრი” პლასტმასას კონკურსის მესამე ეტაპს იწყებს.
კონკურსის ფარგლებში პლასტმასასთან ერთად ეკო ცენტრი ჩაიბარებს მაკულატურასაც, რომელსაც შემდეგ გადაცვლიან ნერგებზე.
50 კილოგრამი პლასტმასა= 1 ნერგს
კონკურსის წონაში მხოლოდ პლასტმასას წონა ჩაითვლება, რადგან მაკულატურას ადგილზე აწონის რესურსი არაა. თუმცა, მაკულატურის ჩაბარების პრაქტიკა გათვალისწინებული იქნება ნერგების გადაცემისას.
ნერგების გაცემა 2 ეტაპად მოხდება: ჩაბარებული პლასტმასა დაჯამდება 2 ჯერ – 10 აპრილს და 30 ნოემბერს
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, როგორც ინდივიდუალურად, ისე მოქალაქეებს ან მოქალაქეთა ჯგუფებს, ასევე ორგანიზაციებს;
გადამუშავდება შემდეგი სახის პლასტმასა – PET (1); HDPE (2); LDPE (4); PP (5);
მაკულატურის სახით კი, ჩაიბარებენ მხოლოდ რვეულებს, ჟურნალებს, გაზეთებს, თაბახის ფურცლებს, ფლაერებს, ბუკლეტებს (მუყაო, ქვითრები და სხვა მსგავსი ქაღალდები არ ბარდება);
გაითვალისწინეთ, რომ ბოთლები აუცილებლად უნდა იყოს დაჭყლეტილ მდგომარეობაში, მოთავსებული კარგად შეკრულ პარკებში.
პლასტმასას და მაკულატურას ჩაბარება მხოლოდ სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00-19:30 საათამდე არის შესაძლებელი რუსთავში, კოსტავას 4 ნომერში.
რუსთავის სკოლებს, რომელთაც სურთ, ჩაერთონ კონკურსში, შეგიძ₾იათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (ფორმა უნდა შეავსონ მხოლოდ რუსთავის სკოლებმა):
https://forms.gle/HPPuApmxFrUjnurd9









