ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე  სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე  სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცის  მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მამაკაცს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და რეამინაციულ განყოფილებაში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შეგახსენებთ მამაკაცს ჭრილობები სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ზემო კიდურზე და გულმკერდზე ჰქონდა მიყენებული.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე უცხო პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გუშინ გაუხსნა.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. დაჭრილი პირი კი ბრალდებულის ბიძაშვილია.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.