ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე  სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე  სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს ჭრილობები სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ზემო კიდურზე და გულმკერდზე აქვს მიყენებული.

ამ დროისთვის როგორც ცნობილია უტარდება ლაბორატორიული კვლევევბი და იმყოფება სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

შეგახსენებთ ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე უცხო პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.