თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ სააცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს. კაცს სასიკვდილო ჭრილობები თავსა და კისრის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ავლაბარში მოხდა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.