პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე დანით შეიარაღებული პირი ადამიანებს დაესხა თავს

პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე დანით შეიარაღებული უცნობი პირი ადამიანებს დაესხა თავს. ამის შესახებ Fe Figaro წერს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, მას იტალიაში გაცემული მართვის მოწმობა აღმოჩნდა, თუმცა ვისი ვინაობა მედიისთვის უცნობია. დანაშაულის მოტივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.