პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი ამილახვარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – თეა ახვლედიანი.