რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და იმ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რაც დღეის მდგომარეობით, შშმ პირების წინაშე დგას.
საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას განცხადებით, საბჭო პირველ ეტაპზე მოახდენს პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად გატარდება ქმედითი ღონისძიებები.
„ ჩვენ მჭიდრო კავშირი გვექნება შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან და ასევე უშუალოდ შშმ პირებთან. ამ მიზნით, შეიქმნება საკონსულტაციო საბჭოს ფეისბუქ გვერდი სადაც შშმ პირებს საშუალება ექნებათ დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ყველა სახის ინფორმაცია.“- განმარტა სხდომაზე ნოდარ შეროზიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ინიციატივით შექმნილ საბჭოში, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმუშავებენ.