რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე უცხო პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა – მოკლულია ოთხი პირი

ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე უცხო პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.

დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.