რუსთავში, 40 წლამდე კაცი მეზობელმა კორპუსის ეზოში ჩაცხრილა.როგორც ცნობილია დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.
საუბარია ძველ დავაზე, რომელიც მეზობლებს შორის ბევრი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბრალდებული სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.