ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა
მოსახლეობასთან შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აკაურთაში, ბალიჭსა და დაბა კაზრეთში გამართა და დასახლებებში არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.