ეკო ცენტრში პლასტმასას კონკურსის მესამე ეტაპი იწყება

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ეკო ცენტრი” პლასტმასას კონკურსის მესამე ეტაპს იწყებს.

კონკურსის ფარგლებში პლასტმასასთან ერთად ეკო ცენტრი ჩაიბარებს მაკულატურასაც, რომელსაც შემდეგ გადაცვლიან ნერგებზე.

50 კილოგრამი პლასტმასა= 1 ნერგს

კონკურსის წონაში მხოლოდ პლასტმასას წონა ჩაითვლება, რადგან მაკულატურას ადგილზე აწონის რესურსი არაა. თუმცა, მაკულატურის ჩაბარების პრაქტიკა გათვალისწინებული იქნება ნერგების გადაცემისას.

ნერგების გაცემა 2 ეტაპად მოხდება: ჩაბარებული პლასტმასა დაჯამდება 2 ჯერ – 10 აპრილს და 30 ნოემბერს

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, როგორც ინდივიდუალურად, ისე მოქალაქეებს ან მოქალაქეთა ჯგუფებს, ასევე ორგანიზაციებს;

გადამუშავდება შემდეგი სახის პლასტმასა – PET (1); HDPE (2); LDPE (4); PP (5);

მაკულატურის სახით კი, ჩაიბარებენ მხოლოდ რვეულებს, ჟურნალებს, გაზეთებს, თაბახის ფურცლებს, ფლაერებს, ბუკლეტებს (მუყაო, ქვითრები და სხვა მსგავსი ქაღალდები არ ბარდება);

გაითვალისწინეთ, რომ ბოთლები აუცილებლად უნდა იყოს დაჭყლეტილ მდგომარეობაში, მოთავსებული კარგად შეკრულ პარკებში.

პლასტმასას და მაკულატურას ჩაბარება მხოლოდ სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00-19:30 საათამდე არის შესაძლებელი რუსთავში, კოსტავას 4 ნომერში.

რუსთავის სკოლებს, რომელთაც სურთ, ჩაერთონ  კონკურსში, შეგიძ₾იათ შეავსოთ  სარეგისტრაციო ფორმა (ფორმა უნდა შეავსონ მხოლოდ რუსთავის სკოლებმა):

https://forms.gle/HPPuApmxFrUjnurd9