რუსთავის საქალაქო სასამართლოში მე-20 სკოლის ყოფილი დირექტორი ირმა იჩქიტიძის სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ის უდანაშაულოდ ცნო.
ირმა იჩქიტიძეს სასამართლო პროცესი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
შეგახსენებთ, 2022 წელს მე-20 სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ირმა იჩქიტიძეს კი ბრალდების მხარე სწორედ ამ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.